Monthly Archives: დეკემბერი 2012

ჩვეულებრივი. წინა საახალწლოდ…

44b01f26ec7a

ახალი წელი მოდის და მეც გამიჩნდა ახალი ჩანაწერის გაკეთების სურვილი.

დღეს აღმოვაჩინე რომ რაც სტუდენტი გავხდი ახალი წლის აღნიშვნაც სხვა რეჟიმში გადავიდა და ის უფრო დაემსგავსა რიგით დღესასწაულს. ერთი რაც არ შეცვლილა მოლოდინია, რომ ახალი წელი ბევრ ახალ და საინტერესო რამეს მოიტანს.

ყველამ რაღაც ვისწავლეთ განვლილი წლისგან და 2013-სგან ალბათ კიდევ  ბევრს ველით.

დილას ამეკვიატა ფიქრები გასულ წელზე და ვერაფრით ვერ დავიჯერე რომ ამდენი რამე ჩაეტია ერთ წელიწადში. დრო მაშინ გვებევრება როცა ბევრი რამ ხდება და უფრო მაშინ როცა ბევრი ცვლილება მოაქვს. ხო, ალბათ ბევრი რამ შემეცვალა და სწორედ ამიტომ მეჩვენება ეს დრო ძალიან დიდად. მე შევიცვალე, აზრებით, შეხედულებებით, პრინციპებითაც კი. გადავაფასე, ჩავუღრმავდი და ბევრ ახალ რამეს მივხვდი. მთავარი ისაა რომ ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს მახარებს.

ბევრ რამეს მივხვდი მეთქი, ხოდა ნეტა რას მივხვდი ასეთს?!

მივხვდი, რომ  უკომპრომისო უნდა ვიყო. ძნელი სათქმელია როგორ მაგრამ სულ მარტივია, ნებისმიერ პატარა საქმეში წარმატებას უკომპრომისობა განაპირობებს თურმე.

კიდევ მივხვდი რომ ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა ჯობს! ხო მართლა, მთავარია თავისუფალი დრო იყოს რაც შეიძლება ცოტა. ეს მაჩვევს აქტიურ სამუშაო რეჟიმს.

მივხვდი რომ სასმელს კარგად ვიტან და ნაბახუსევი გათენებულ ღამესთან ერთად სულ არ მეტყობა მეორე დილით. ოღონდ ეს დროებითი უნდა იყოს მგონი, და თუ ხშირად გამოვცადე ეს უნარი, ცოტა ხანში მეც გავიღვიძებ დასიებული თვალებით.

მივხვდი რომ 10-ჯერ ცდით თუ დავიღლები ჩემი ცხოვრება განუხორციელებილი მიზნებით იქნება სავსე, რადგან ამ ბოლო დროს ზუსტად იმ მე-11 ცდაზე მიმართლებს.

ხო და კიდევ ერთს, ახლახანს მივხვდი, რაც შეიძლება ცოტა უნდა გაუგო გარშემომყოფებს, რომ მერე მეტი გაგიგონ მათ. განსაკუთრებით მამრებთან ურთიერთობისას… :ხ

ბევრი დასკვნებია კიდევ, მაგრამ მოლოდინებზეც მაქვს სათქმელი ცოტა. ბევრს ველი შემდეგი წლისგან, პირველ რიგში 20 წლის ვხდები და ენას ჩავაგდებინებ იმ ხალხს ვინც ჩემს აზრებს ჯერ კიდევ თინეიჯერობას აბრალებს. მე ასე ვფიქრობ! და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ ჩემს აზროვნებაში! 10 წლის მერეც ვიფიქრებ რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი კომპლექსებისგან შეჭირვებულ კაცებს ჭირდებათ, მეტს არავის.

ხო, 20-ის ვხდები და თვალს თუ გადავავლებთ ქართველი დამოუკიდებელი გოგონების ცხოვრებას, ისინი სწორედ ამ ასაკში ახერხებდნენ მარტო საცხოვრებლად გადასვლას და აი ეს დიდი მოლოდინი მაქვს ამ წლისგან.

კიდევ სტაბილურთან მიახლოებული სამსახური მინდა საშუალო ანაზღაურებით, აი იმდენი ხელფასით ჩემი წინა მიზნის განხორციელებას რომ ეყოს. თუნდაც მიზერულ დონეზე.

კიდევ  A მინდა ყველა საგანში და სტიპენდია. შკოლნიკობის მუღამით არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამტკიცებ იმას რომ შეუძლებელი არაფერია თსუ-ს პირობებშიც კი, მთავარია მიდგომა.

ლიტერატურული კლუბი მინდა ისევ. ამაზე ვმუშაობ უკვე. და შემდეგი წლის მიმოხილვაში ეს სავარაუდოდ განხორციელებულ მიზნებში ჩაწერება.

რაც შეეხება პირადს, მარტოობა ისე დავამუღამე ცოტა ხანში სრულფასოვანი ფემინისტკა გავხდები :პ

პ.ს. HAPPY NEW YEAR მარიამ! HAPPY…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized