გასაგებია რომ ლამაზი ილუზია უნივერსიტეტში სწავლისა და სტუდენტობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დამემსხვრა, როცა მე-10 კლასელი მომავლის იმედებით ფრთაშესხმული ბავშვები წაგვიყვანეს ბიზნესის, ელონომიკის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების ლექტორებთან შესახვედრად.
საქმე ისაა, რომ ჩემმა „მოკრძალებული სიმაღლის“ მქონე მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, მომავალ აბიტურიენტებს, თან პერსპექტიულ ახალგაზრდებს ნანახი უნდა გვქონოდა უნივერსიტეტის შიდასამზარეულო. ამიტომ წაგვიყვანეს და გვანახეს თბილისის, ივანე ჯავახიშვილის, სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის X და XI კორპუსები, ე.წ. „მაღლივი“ და „განივი“.
ვიხილე რა, ხან და ღონემიხდილი ლექტორები, აუდიტორიები შეუკეთებელი ინტერიერით (ჯერ მაღლივს ვაქებ), სტუდენტები არც ისე მონდომებული და ხალისიანი მზერით და კიდევ ვინ იცის რამდენი მარგალიტი, შემეშინდა რომ სტუდენტობას გადავიფიქრებდი.
ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული, დავიქადნე რომ იქაურობას არ გავეკარებოდი მეტი წასასვლელიც რომ არ მქონოდა არსად.
თუმცა რატომ მოვხვდი მაინცდამაინც იქ არავინ იცის. ბედმა მიმუხთლა/დამცინა, იქ ზემოთ გაიგეს ჩემი ქადილი და ჭკუა მასწავლეს თუ რა მიზეზია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, 2011 წელს, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად გავხდი „განივის“ სტუდენტი.
ერთი რამ, რასაც ერთსემესტრიანი სწავლის შემდეგ მივხვდი, არის, რომ მე-10 კლასელმა ჯეროვნად ვერ აღვიქვი ეს ფაკულტეტი მთელი თავისი „ღირსებებით“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მუდოიზმის, არაკონტაქტურობისა და პროვინციალიზმის პრობლემა ნამდვილად აწუხებს ამ ფაკულტეტს. პირველ კვირას, როცა აღმოვაჩინე რომ სტუდენტთა 99% საუბრობს ძირითადად დასავლური აქცენტით და მათთან კომუნიკაციისთვის თარჯიმანი მჭირდება, დეპრესიამ შემიპყო, ჩავრგე თავი წიგნში და ვცადე ამ არასასურველი სამყაროსგან გათიშვა. აქ ახალი აღმოჩენა მელოდა „-მარტო რატომ ზიხარ წიგნით? ვერავინ გაიცანი?“……:))
კაია რომ ახლა მეცინება.
აქედან გამომდინარე ვაყალიბებ პრინციპებს რომლითაც ხელმძღვანელობენ „განივში“:
- თუ მხატვრული ლიტერატურის წიგნი გიჭირავს და კითხულობ => იმიჯს იქმნი;
- თუ მარტო მოძრაობ => კომუნიკაციის პრობლემა გაქვს;
- თუ ორ დღეში არ „ჩასასტავდი“ => ალბათ, სწერვა და არაკონტაქტური ხარ;
- თუ ყველას არ უღიმი და გამარჯობას არ აფრქვევ => დანამდვილებით! სწერვა ხარ;
- თუ მოწესრიგებული გარეგნობითა დადიხარ და გამართულად მეტყველებ => ფუუ ძერსკობ;
- თუ მოკლე ქვედაბოლოები გაცვია => უნივერსიტეტის „უკომპლექსო“ ყმაწვილობა გეჩალიჩება (და შენ „ისეთი“ ხარ);
და რაც ჩემთვის ყველაზე აუტანელია
- თუ გოგო ხარ, გრძელი ფეხები გაქვს და გარეგნულად არაგიშავს => სულელი ხარ და შენს თავს მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის იყენებენ.
ასეთი არაადეკვატური სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსში.
ძნელია თქვა ამის ატანა უფრო ჭირს თუ დაღდასმული და კომპლექსებით შეჭირვებული სახეების ყურება, თავი ხანდახან ბედისგან დაჩაგრულთა თავშესაფარში მგონია…….
პ.ს. ყველაზე ცუდი ისაა რომ უკვე ერთი სემესტრია მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვერ ვხვდები ბედმა როდის მოასწრო ჩემი დაჩაგვრა. Continue reading →