ჩვეულებრივი. წინა საახალწლოდ…

44b01f26ec7a

ახალი წელი მოდის და მეც გამიჩნდა ახალი ჩანაწერის გაკეთების სურვილი.

დღეს აღმოვაჩინე რომ რაც სტუდენტი გავხდი ახალი წლის აღნიშვნაც სხვა რეჟიმში გადავიდა და ის უფრო დაემსგავსა რიგით დღესასწაულს. ერთი რაც არ შეცვლილა მოლოდინია, რომ ახალი წელი ბევრ ახალ და საინტერესო რამეს მოიტანს.

ყველამ რაღაც ვისწავლეთ განვლილი წლისგან და 2013-სგან ალბათ კიდევ  ბევრს ველით.

დილას ამეკვიატა ფიქრები გასულ წელზე და ვერაფრით ვერ დავიჯერე რომ ამდენი რამე ჩაეტია ერთ წელიწადში. დრო მაშინ გვებევრება როცა ბევრი რამ ხდება და უფრო მაშინ როცა ბევრი ცვლილება მოაქვს. ხო, ალბათ ბევრი რამ შემეცვალა და სწორედ ამიტომ მეჩვენება ეს დრო ძალიან დიდად. მე შევიცვალე, აზრებით, შეხედულებებით, პრინციპებითაც კი. გადავაფასე, ჩავუღრმავდი და ბევრ ახალ რამეს მივხვდი. მთავარი ისაა რომ ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს მახარებს.

ბევრ რამეს მივხვდი მეთქი, ხოდა ნეტა რას მივხვდი ასეთს?!

მივხვდი, რომ  უკომპრომისო უნდა ვიყო. ძნელი სათქმელია როგორ მაგრამ სულ მარტივია, ნებისმიერ პატარა საქმეში წარმატებას უკომპრომისობა განაპირობებს თურმე.

კიდევ მივხვდი რომ ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა ჯობს! ხო მართლა, მთავარია თავისუფალი დრო იყოს რაც შეიძლება ცოტა. ეს მაჩვევს აქტიურ სამუშაო რეჟიმს.

მივხვდი რომ სასმელს კარგად ვიტან და ნაბახუსევი გათენებულ ღამესთან ერთად სულ არ მეტყობა მეორე დილით. ოღონდ ეს დროებითი უნდა იყოს მგონი, და თუ ხშირად გამოვცადე ეს უნარი, ცოტა ხანში მეც გავიღვიძებ დასიებული თვალებით.

მივხვდი რომ 10-ჯერ ცდით თუ დავიღლები ჩემი ცხოვრება განუხორციელებილი მიზნებით იქნება სავსე, რადგან ამ ბოლო დროს ზუსტად იმ მე-11 ცდაზე მიმართლებს.

ხო და კიდევ ერთს, ახლახანს მივხვდი, რაც შეიძლება ცოტა უნდა გაუგო გარშემომყოფებს, რომ მერე მეტი გაგიგონ მათ. განსაკუთრებით მამრებთან ურთიერთობისას… :ხ

ბევრი დასკვნებია კიდევ, მაგრამ მოლოდინებზეც მაქვს სათქმელი ცოტა. ბევრს ველი შემდეგი წლისგან, პირველ რიგში 20 წლის ვხდები და ენას ჩავაგდებინებ იმ ხალხს ვინც ჩემს აზრებს ჯერ კიდევ თინეიჯერობას აბრალებს. მე ასე ვფიქრობ! და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ ჩემს აზროვნებაში! 10 წლის მერეც ვიფიქრებ რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი კომპლექსებისგან შეჭირვებულ კაცებს ჭირდებათ, მეტს არავის.

ხო, 20-ის ვხდები და თვალს თუ გადავავლებთ ქართველი დამოუკიდებელი გოგონების ცხოვრებას, ისინი სწორედ ამ ასაკში ახერხებდნენ მარტო საცხოვრებლად გადასვლას და აი ეს დიდი მოლოდინი მაქვს ამ წლისგან.

კიდევ სტაბილურთან მიახლოებული სამსახური მინდა საშუალო ანაზღაურებით, აი იმდენი ხელფასით ჩემი წინა მიზნის განხორციელებას რომ ეყოს. თუნდაც მიზერულ დონეზე.

კიდევ  A მინდა ყველა საგანში და სტიპენდია. შკოლნიკობის მუღამით არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამტკიცებ იმას რომ შეუძლებელი არაფერია თსუ-ს პირობებშიც კი, მთავარია მიდგომა.

ლიტერატურული კლუბი მინდა ისევ. ამაზე ვმუშაობ უკვე. და შემდეგი წლის მიმოხილვაში ეს სავარაუდოდ განხორციელებულ მიზნებში ჩაწერება.

რაც შეეხება პირადს, მარტოობა ისე დავამუღამე ცოტა ხანში სრულფასოვანი ფემინისტკა გავხდები :პ

პ.ს. HAPPY NEW YEAR მარიამ! HAPPY…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

წმინდად ფემინისტური პოსტი

ეს არის საკონფერენციო თემა რომელიც ცოტა ხნის წინ გადავაგზავნე, არ ვიცი იხილავს თუ არა ჩემი მოხსენება ფართო აუდიტორიას. წაპუბლიცისტურო გამოვიდა და ავტვირთე მაინც…

 

პრობლემა რომლის შესახებაც მე  საუბარს ვაპირებ, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. მეეჭვება არსებობდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანი რომელიც ამ საკითხზე არ დაფიქრებულა, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრს ეს პრობლემა უშუალოდ შეხებია და მისი მსხვერპლიც უხვად გვყავს. არ ვიცი მიხვდით თუ არა მაგრამ მე ვაპირებ ქალთა როლზე და მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე ვისაუბრო ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია რომ თვალსა და ხელს შუა ვითარდება ეს ახალი ამბავი აღარაა. გლობალიზაციის მორევიც უფროდაუფრო გვითრევს და ამ პირობებში ჩემთვის გაუგებარია საზოგადოება ჩვენს სქესს არტომ უჩენს ადგილს ისევ სამზარეულოში?!

პასუხი მარტივი არ არის და მისმა ძიებამ სხვადასხვა მიმართულებით წამიყვანა. განვიხილე ისეთი ფართო და იდუმალებით მოცული თემა როგორიც რელიგიაა, კიდევ ისეთი სადაო და კალმითაუწერელი საკითხი რასაც ქართული მენტალობა ქვია. ჩვენს კონსტიტუციასაც ჩავხედე და აღმოჩნდა რომ იქ ყველაფერი რიგზეა, წუნს ვერ დაუდებ და ვერც წარმოვიდგენთ რომ ასეთი კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში ქალებზე ფსიქიკური და ფიზიკური, კიდევ ეკონომიკური ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია, დიდი ნაწილისთვის მისაღებიც კი…

მოდით მოკლედ მიმოვიხილავ ჩემს კვლევებს და დასკვნების გამოტანა მერე თვითონაც არ გაგიჭირდებათ.  აღმოვაჩინე რომ ჩვენი რელიგია და ზოგადად მონოთეისტური  რელიგიები საკმაოდ ზღუდავენ ქალს და მის უფლებებს. მკაცრად აქვთ ჩამოყალიბებული რა უნდა გავაკეთოთ და რა დააწვება ჩვენს კისერს მძიმე ცოდვად კიდევ გარკვევით აქვთ დაწესებული კაცის დომინანტური როლი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, თუმცა კაცის უნარიანობის მოტხოვნაც მკაცრადაა ჩამოყალიბებული. იქ არაფერია ნათქვამი ცოლის საზღვარგარეთ მონად გამწესებასა და მისი შრომის ხარჯზე  მშვიდად ცხოვრებაზე…

ტრადიციებს რაც შეეხება აქ საქმე ცოტა რთულადაა. არსად არ წერია დადასტურებულად რა ტრადიციაა და რა მონაგონი, ან რომელს რა დოგმები აქვს. საქმე გაჭირდა, რთული იყო გამერკვია ჩვენი გენდერის ჩაგვრის დროს რა ტრადიციებს იშველიებენ ხოლმე. თუმცა გამახსენდა თავად ტრადიციის არსი და მნიშვნელობა, ეს ერთგვარი საჭიროებით გამოწვეული ჩვევაა რომელიც შემდეგ გაუაზრებელ ქმედებად გადაეცემა შთამომავლობას და იქამდე არსებობს სანამ ვინმე ჭკვიანი მის საჭიროებას არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. არც ტრადიციებს უარვყოფ და არც ჩვენს წარსულზე ვამბობ უარს, მაგრამ მაინც ვერ მოვხვდი რომელია ტრადიცია იძლევა ქალზე ძალადობის უფლებას.

მენტალიტეტი- (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი) პირის, სოციალური ჯგუფის აღქმის, აზროვნების წესი, გამოხატულება. როგორც ხედავთ მენტალიტეტი აბსტრაქტული ცნებაა და ისევ სოციუმის აზროვნებამდე მივყავართ.

საქართველოში ყოველი მეორე ქალი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი საწინააღმდეგო სქესის მხრიდან. ეს ძალიან მსუბუქი სტატისტიკაა. სხვა კვლევებს თუ დავეყრდნობით 2010 წლის მონაცემებით საქართველოში მცხოვრებ სრულწლოვან ქალთა 44% მიმდინარე მომენტში გარკვეულ ზეწოლას განიცდის და 80,2% ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მონაცემები რომ საგანგაშოა ამას შეამჩნევდით ალბათ. მას შემდეგ 2 წელი გავიდა მაგრამ ამით თავის დამშვიდება ნამდვილად არ ღირს…. ამას თან ახლავს ძალიან ცუდი ფაქტი ამ 80%დან მხოლოდ 27%ს მიუმართავს შესაბამისი დაწესებულებებისთვის საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს ალბათ კანონის მიმართ არასაკმარისი ნდობისა და თავად ქალების მენტალური გაუმართაობის ბრალია.  აქაც გვაქვს სტატისტიკური ფაქტები გაეროსმოსახლეობისფონდისმიერ 2009 წელსსაქართველოშიჩატარებულიკვლევისმიხედვით, ქალთა 50,1 % ფიქრობს, რომკარგიცოლიქმარსუნდაუჯერებდეს, იმშემთხვევაშიცკი, თუარეთანხმებამას. ქალთა 34,1 % კიქმრისმიერცოლისცემასგარკვეულშემთხვევებშიამართლებს.  44,9 % ფიქრობს, რომაუცილებელია, მამაკაცმაცოლს/პარტნიორსდაანახოს, თუვინარისოჯახისუფროსი. აქ საკითხავია ასე ფიქრობს თუ გარკვეული მიზეზების გამო ასეთ აზრს აფიქსირებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება თუ ჩვენვე მივიჩნევთ მსგავს ფაქტებს სამართლიანად შეიძლება რამდენიმე წელიწადში ეს კანონმაც გაამართლოს.

მარტო გაერო არაა დაინტერესებული საქართველოში ქალთა მდგომარეობით, წავაწყდი ჰიუმანრაითსის კვლევებსაც, აქ ყურადღება გამახვილებულია განათლების თანაბარხელმისაწვდომობაზე ორივე გენდერისთვის, დასაქმების ხელმისაწვდომობაზე, კიდევ ქალის როლის გაზრდაზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. თუმცა რეიტინგი აქაც ვერ შეგვინარჩუნებია 1998 წელს ქალთა აქტივობა არჩევნებზე 14% -ს შეადგენდა, 2002წელს ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 12% იყო. 2006წელს კი 11.5% აჩვენა სტატისტიკამ. უახლესი მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს. მე ლოგიკური პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ ოპტიმისტური განწყობის შესანარჩუნებლად.

არსებობს კონკრეტული ორგანიზაციები საქართველოში რომლებიც აქტიურად მუშაობენ გენდერული უთანასწორობის პრობლემის მოგვარებაზე საქართველოში. მათი სამიზნე ძირითადად სტუდენტებია. ისინი ლექციებსა და განხილვებ ატარებენ ამ თემაზე, ზრუნავენ სტუდენტების ინფორმირებაზე. იმედი მაქვს ეს ღონისძიებები შედეგს გამოიღებს და რამდენიმე წელიწადში სტუდენტებში გამოკითხვისას მე ასეთ შედეგს არ მივიღებ: გამოკითხულ ვაჟთა 68% თვლის რომ მათი გენდერის უპირატესობა ყოველგვარი დასაბუთებისა და მიზეზების გარეშე უნდა ვაღიაროთ, 24% თანასწორად აღგვიქვამს და მეტიც მატრიარქატის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს, ხოლო დარჩენილი 8% ამ თემას საერთოდ გაურბის. რა თქმა უნდა დავინტერესდი იმ 68%-ის არგუმენტებით უმეტესობა თავს მამა-პაპის ტრადიციებს, რელიგიასა და მენტალიტეტს აფარებს. ამ არგუმენტების უსუსურობა დასაწყისშივე დავასაბუთე.

რაც შეეხება გოგონათა აზრს: 75% ძალადობას არა მაგრამ მამაკაცზე დაქვემდებარებას აუცილებლად მიიჩნევს რადგან ასეთი წესია, 12% ძალადობის ფაქტებსაც უძებნის გამართლებას, 6% ჯანსაღი თანასწორი ურთიერთობების მომხრეა ხოლო 7%-ს არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. უმრავლესობამ თავის აზრს თეოლოგიური გამართლება მოუძებნა.

ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი თანატოლების უმრავლესობა სირაქლემას პოზიციას ამჯობინებს და გაბატონებული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს მიუხედავად თავისი საკუთარი შეხედულებისა. ჩვენ ამ ქვეყნის მომავალი გვქვია და სხვამ ვინ თუ არა ჩვენ უნდა შევცვალოთ და გამოვასწოროთ!

აქამდე რაც მოისმინეთ იყო სავსე ფაქტებითა და კრიტიკით, ალბათ იტყვით ამის 10-ჯერ მოსმენას რა აზრი აქვს ეს ხომ ჩვენს ვიცოდითო. მე ზუსტად ამის თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი ყველამ ვიცით უკვე დიდი ხანია მაგრამ მაინც არაფერი იცვლება. ყველა თავისი ინდივიდუალური მიზეზის გამო ტაბუს ადებს ამ თემას და საკუთარი ტოლერანტული აზრის გამოხატვით იფარგლება. თუმცა როგორც კვლევებიდან ნახეთ ეს აზრი ხშირად არც ისე ტოლერანტულია.

კითხვაზე რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის გადასაჭრელად? მე ასეთ პასუხამდე მივედი, უნდა შევცვალოთ საზოგადოების მენტალიტეტი. როგორ? ეგ ყველამ ისე უნდა გავაკეთოთ როგორც მოგვიხერხდება. მე უკვე დავიწყე და სწორედ ამიტომ ავირჩიე მოხსენებისთვის ეს თემა. დავნერგოთ გენდერული თანასწორობის ტრადიცია!

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

სად იწყება ცა????

ნეტა ეჭვიანობა კარგია თუ ცუდი?

და საშინელი ეჭვები რომ შეგვიჩნდება რა უნდა ვქნათ?

გულწრფელი ლაპარაკი როგორ იწყება?

ნდობა მართლა არსებობს თუ თოვლის პაპასავით მოგონილია და გარკვეული ასაკის მერე ეგ ილუზიაც ქრება?

ყველა უაზრო ურთიერთობას მეგობრობა რატომ ქვია? და საერთოდ ეს სიტყვა რატომ გავაუფასურეთ და ავიგდეთ ასე???

ცხოველებისგან განმასხვავებელი ნიშნების დანახვა და დაფასება ასე ძნელია?

რატომ უნდა ვიყოთ ერთთან ვფიქრობდეთ სხვაზე და ეს ყველაფერი მაინც ცხოვრებას ვაბრალოთ?

როცა არ ვიცით მის თავში რა ხდება უნდა ვკითხოთ? ან როგორ?

რატომაა ასეთი ძნელი გულწრფელობა რატომ??? ასე ძალიან სად ვიკეტებით ნეტავ? ძნელია დაჯდე და თქვა ის რასაც ფიქრობ, თან საპასუხო რეაქციაზე არ იდარდო და არც უარყოფის შეგეშინდეს….

მიფიქრია რომ იმის 10%იც რომ დაინახონ როგორიც რეალურად ვარ, ისინი არ წავიდოდნენ, ხო არსად არ გაიქცეოდნენ, დარჩებოდნენ და მე ვიქნებოდი მერე გულწრფელი… ბოლომდე გულწრფელი…

მერე აღარც ეს ბარიერები იქნებოდა, არც ეს კედლები, გაქვავებული თვალები, ამინდზე საუბარი, ზრდილობიანი მოკითხვები, ფორმალური თავის მართლებები და რაც მთავარია აღარ იქნებოდა ის რასაც ახლა მეგობრობა ქვია და რაც მე ასე მძუუულს!…

პ.ს. გულწრფელი ლაპარაკი როგორ იწყება?

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ჩათრევას ჩაყოლაო…საღამო ოთარ ჭილაძესთან

მთელი საღამოა ვკითხულობ ოთარ ჭილაძეს…

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…

განწყობას მოუხდა. ფიქრებსაც.

სადღაც ნამდვილად მივექანებით, მე და სამყარო. ასე ერთად და უბრალოდ.

ჩათრევას ჩაყოლაო… თუ რაღაც ასეთი… ხოდა მივყვები მეც

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

რატომ არ ვიცხოვრებ არასოდეს ამერიკაში

არასოდეს ვიცხოვრებ ამერიკაში, რადგან იქ შეუძლებელია იცხოვრო fast food-ის გარეშე (სწრაფი კვება ასუქება! მე არ მინდა გასუქება)

მე არასოდეს ვიცხოვრებ ამერიკაში, რადგან იქ რდო ასწრებს ადამიანებს, ვერ ეწევიან მას. მე კი ჩემი პროფესიიდან და პიროვნული პრინციპებიდან გამომდინარე დროს უნდა გავასწრო!

მე არასოდეს ვიცხოვრებ ამერიკაში, რადგან იქ ბევრია შენობები, დიდი შენობები, შესაბამისად ნაკლები სივრცეა და მეტი სიმჭიდროვე. ცხოვრობენ ბევრი ადამიანები, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი. 1 კვადრატულ კილომეტრზე 40 ადამიანი. ჩემთვის 1 კვადრატული კილომეტრი ძალიან ცოტაა. მაქვს კლაუსტროფობია და არ შემიძლია იმის წარმოდგენა რომ იმ 1 კვადრატულ კილომეტრში ჩემ გარდა კიდევ 39 ადამიანია….

მე არასოდეს ვიცხოვრებ ამერიკაში, რადგან ის ბოროტმოქმედებმა და მონებმა დააარსეს და დღემდე მაგ სტატუსს ინარჩუნებს ჩემთვის ამერიკის თითოეულო მოქალაქე.

სულაც არ ასოცირდება ამერიკა თავისუფლებასთან, იმიტომ რომ ამერიკაში მიიღწევა დემოკრატიის ყველაზე მაღალი ხარისხი. დემოკრატია კი დიქტატურის ყველაზე ფარისევლური და კარგად შენიღბული ფორმაა. დემოკრატია ისევე როგორც სხვა ბევრი რამ ხალხის უკეთ სამართავადაა მოგონილი.

არ მინდა ვიცხოვრო ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკული მხოლოდ ჯინსები ვარგოდა, ისიც მხოლოდ გასულ საუკუნეში. ახლა უკეთეს შემთხვევაში ევროპული გვაცვია, უარესში კი თურქული.

კიდევ ამერიკული ფილმებია კარგი, ისიც მხოლოდ მაშინ როცა შეყვარებულს დაშორდები და უბრალოდ გინდა შენს ტირილს რამე მიზეზი მოუძებნო.

მე არასოდეს ვიცხოვრებ ამერიკაში, რადგან ამერიკაში ამერიკელები ცხოვრობენ, მე კი არ ვარ ამერიკელი……….

2 Comments

Filed under Uncategorized

no ideas=no life

 

არ მაქვს იდეა რა უნდა ვაკეთო, რატომ უნდა ვაკეთო…

არ მაქვს იდეა რა უნდა დავწერო, ან საერთოდ რატომ უნდა დავწერო ჩემთვის ისეც ხომ ვფიქრობ.

არ მაქვს იდეა რა და რატომ უნდა ვისწავლო! არ მაქვს იდაე როგორ უნდა ვიცხოვრო!…

საერთოდ არაფრის იდეა არ მაქვა.

დავიცალე. ყოველგვარი ენერგიისა და ხალისისგან დავიცალე. აღარც ღარაფერი მინდა და უსაქმურობა მელანქოლიურ სიამოვნებას მანიჭებს

http://www.youtube.com/watch?v=l7YGv-QfUzo

ან ეს რამ ამკვიატებინა.

დეჟავუ…. 

არ ვიცი რის ან ვისი დეჟავუ.

პ.ს    დეპრესია! რომელსაც შოკოლადი და თხილი აშკარად ვერ შველის….

 

 

 

 

1 კომენტარი

Filed under Uncategorized

happy ending ანუ მიტოვება ქართულად

ცოტა ხნის წინ წავიკითხე რაღაც, თურმე კაცები უფრო ადვილად წყვეტენ ყველაფერს და მიდიან… თურმე ჩვენ უფრო ვწელავთ ურთიერთობებს და დამთავრების გვეშინია… თურმე მიტოვება მათი საქმეა და ჩვენ უფრო გვაწუხებს სენტიმენტები….

ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ყველაფერი პირიქითაა. ყოველთვის მე მივდივარ…. ყოველთვის მე ვგრძნობ დასასრულს და სანამ ყველაფერი გაფუჭდება უბრალოდ ვდგები და მივდივარ… არაფრის შესანარჩუნებლად არ ვიბრძვი არასდროს, არ ვიცი რატომ მგონია რომ უკან წასული ურთიერთობის მობრუნება შეუძლებელია და ამ შემთხვევაში უბრალოდ ადგომა და წასვლა მართლა ბედნიერი დასასრულია…

ალბათ ამიტომაა რომ ყველა მოგონება ჩემთვის გულწრფელი ღიმილის მომგვრელია. და ზიზღით არავინ მახსენდება…

ახლაც უბრალოდ ადგომა და წასსვლა გადავწყვიტე. მან ისევ ვერ გაიგო რატომ მივდიოდი ზუსტად მაშინ როცა ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ისევ ვერ გაიგო რატომ ვერ გაგრძელდებოდა ასე დიდხანს, ან რატომ გაფუჭდებოდა ყველაფერი მალე…

ამის პასუხი ძალიან მარტივია და აქსიომატური:

მწვერვალიდან ჯერ არავინ აფრენილა, აუცილებლად ქვემოთ ვეშვებით!

ასე რომ როცა გრძნობ მწვერვალს ფეხქვეშ ეს ნიშნავს end of story…

P.S მას ალბათ ჰგონია რომ ისევ გადამივლის და დავბრუნდები, მაგრამ აქ კიდევ ერთი აქსიომაა: აღარაფერი მეორდება, მითუმეტეს ისევე კარგად როგორც იყო და ჯობს ყველაფერი კარგ მოგონებად დაარქივდეს…

 

2 Comments

Filed under Uncategorized

პროვინციალიზმი „განივში“

გასაგებია რომ ლამაზი ილუზია უნივერსიტეტში სწავლისა და სტუდენტობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დამემსხვრა, როცა მე-10 კლასელი მომავლის იმედებით ფრთაშესხმული ბავშვები წაგვიყვანეს ბიზნესის, ელონომიკის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების ლექტორებთან შესახვედრად.

საქმე ისაა, რომ ჩემმა „მოკრძალებული სიმაღლის“ მქონე მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, მომავალ აბიტურიენტებს, თან პერსპექტიულ ახალგაზრდებს ნანახი უნდა გვქონოდა უნივერსიტეტის შიდასამზარეულო. ამიტომ წაგვიყვანეს და გვანახეს თბილისის, ივანე ჯავახიშვილის, სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის X და XI კორპუსები, ე.წ. „მაღლივი“ და „განივი“.

ვიხილე რა, ხან და ღონემიხდილი ლექტორები, აუდიტორიები შეუკეთებელი ინტერიერით (ჯერ მაღლივს ვაქებ), სტუდენტები არც ისე მონდომებული და ხალისიანი მზერით და კიდევ ვინ იცის რამდენი მარგალიტი, შემეშინდა რომ სტუდენტობას გადავიფიქრებდი.

ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული, დავიქადნე რომ იქაურობას არ გავეკარებოდი მეტი წასასვლელიც რომ არ მქონოდა არსად.

თუმცა რატომ მოვხვდი მაინცდამაინც იქ არავინ იცის. ბედმა მიმუხთლა/დამცინა, იქ ზემოთ გაიგეს ჩემი ქადილი და ჭკუა მასწავლეს თუ რა მიზეზია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, 2011 წელს, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად გავხდი „განივის“ სტუდენტი.

ერთი რამ, რასაც ერთსემესტრიანი სწავლის შემდეგ მივხვდი, არის, რომ მე-10 კლასელმა ჯეროვნად ვერ აღვიქვი ეს ფაკულტეტი მთელი თავისი „ღირსებებით“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მუდოიზმის, არაკონტაქტურობისა და პროვინციალიზმის პრობლემა ნამდვილად აწუხებს ამ ფაკულტეტს. პირველ კვირას, როცა აღმოვაჩინე რომ სტუდენტთა 99%  საუბრობს ძირითადად დასავლური აქცენტით და მათთან კომუნიკაციისთვის თარჯიმანი მჭირდება, დეპრესიამ შემიპყო, ჩავრგე თავი წიგნში და ვცადე ამ არასასურველი სამყაროსგან გათიშვა. აქ ახალი აღმოჩენა მელოდა „-მარტო რატომ ზიხარ წიგნით? ვერავინ გაიცანი?“……:))

კაია რომ ახლა მეცინება.

აქედან გამომდინარე ვაყალიბებ პრინციპებს რომლითაც ხელმძღვანელობენ „განივში“:

  • თუ მხატვრული ლიტერატურის წიგნი გიჭირავს და კითხულობ => იმიჯს იქმნი;
  • თუ მარტო მოძრაობ => კომუნიკაციის პრობლემა გაქვს;
  • თუ ორ დღეში არ „ჩასასტავდი“ => ალბათ, სწერვა და არაკონტაქტური ხარ;
  • თუ ყველას არ უღიმი და გამარჯობას არ აფრქვევ => დანამდვილებით! სწერვა ხარ;
  • თუ მოწესრიგებული გარეგნობითა დადიხარ და გამართულად მეტყველებ => ფუუ ძერსკობ;
  • თუ მოკლე ქვედაბოლოები გაცვია => უნივერსიტეტის „უკომპლექსო“ ყმაწვილობა გეჩალიჩება (და შენ „ისეთი“ ხარ);

და რაც ჩემთვის ყველაზე აუტანელია

  • თუ გოგო ხარ, გრძელი ფეხები გაქვს და გარეგნულად არაგიშავს => სულელი ხარ და შენს თავს მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის იყენებენ.

ასეთი არაადეკვატური სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსში.

ძნელია თქვა ამის ატანა უფრო ჭირს თუ დაღდასმული და კომპლექსებით შეჭირვებული სახეების ყურება, თავი ხანდახან ბედისგან დაჩაგრულთა თავშესაფარში მგონია…….

პ.ს. ყველაზე ცუდი ისაა რომ უკვე ერთი სემესტრია მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვერ ვხვდები ბედმა როდის მოასწრო ჩემი დაჩაგვრა. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

შემეტენა….

აქამდე ფიზიკა ყველაზე რთული საგანი მეგონა და ცოდვა გამხელილი ჯობს, ფიზიკოსობით ვაპირებდი ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა: თუ ყველაზე რთულ რამეს გაართვი თავი ესეიგი ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გამოგივამეთქი;

ჩემს ამ მცდელობას, მომეპოვებინა (ა)დამიანური თავდაჯერებულობა და კიდევ ერთი მიზეზი გაამპარტავნებისა, სასწრაფოდ მოუღო ბოლო ერთმა შეცდომამ

მოკლედ, დაპროგრამების საფუძვლების პირველი ლექციიდან გამოსული მივხვდი რომ უკვე არსებობს რაღაც, რაც არ მესმის, არ შემიძლია, არ მინდა გავიგო და ვიცოდე!

ვერაფრით გამიგია რთული მათემატიკური, ფიზიკური საკითხების წარმატებით დამუშავებისა და ოთხი ადამიანური ენის შესწავლის შემდეგ, რატომ ვერ გავუგე ვერაფერი, ადამიანის მიერ,  ისევ ამ მათემატიკურ პრინციპზე აწყობილი მანქანის ენას:@

დიდი მწუხარებით ვაცხადებ, რომ, პროგრამირება ის სფეროა სადაც არაფერი გამომივიდა და მეტიც, ისე შემეშინდა ამ სფეროს აღარასდროს გავეკარები!

ჩემს თავდაჯერებულობას დიდხანს დაემჩნევა ეს ფაქტი მძიმე დაღად…

სანამ ამ ყველაფრით თავის გვემას მოვასწრებ მანამდე გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელსაც შესაბამისად ვერ ჩავაბარებ. ასე რომ…

დაპროგრამება შემეტენა!

პ.ს. ყველაფერი საშინლადაა,  მაგრამ პრინციპის ამბავია ამ მანქანამ ლაპარაკში როგორ უნდა მაჯობოს :პ

მაინც არ დავყრი ფარხმალს და გავაგრძელებ ბრძოლას 51 ქულისთვის………

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

დაა აი ისიც…….

მიისი უდიდებულესობაა პირველი პოსტი!

როგორც იქნა… მეღირსა ბლოგი.

თავად ფაქტი მახარებს, მეტი არაფერი. თავიდან ბრმასავით ვიყავი და ფუნქციებს საერთოდ ვერ ვაგნებდი, დიზაინს ეტყობა ალბათ რომ ბოლომდე ვერც ახლა გავარკვიე. მაგრამ ჯანდაბას, მთავარია იმ საშინელ ,,hallo world“ პოსტს edit ღილაკი ვუპოვე და როგორღაც მოვაშორებ.

უკვე რამდენიმე თვეა სტუდენტი ვარ და უკვე ტეხავს სიზარმაცის გამო ბლოგი ამდენ ხანს რომ არ მაქვს, ახლა სინდისთან ცოტა მაქვს თავის სამართლებელი.

არაფერი მითქვამს სახელზე, თუ რატომ  the margarett ეს ძალიან დიდი ამბავია და ცლკე სტატიას იმსახურებს, ასე რომ ამაზე მოგვიანებით:)

არ ვიცი რას დავწერ და რაზე, ან ვისზე.

ვიცი ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვი, და რაღაც განსაკუთრებულ სტილს ვერ შემოგთავაზებთ. მინდოდა დამედო პირობა მაგრამ არ გამოვა მგონი, ამიტომ ვეცდები რომ:

  • ვწერო უშუალოდ და შეძლებისდაგვარად საინტერესოდ;
  • ვწერო ხშორად თუნდაც უბრალო რამეებზე;
  • ტვინი არ გაგიბურღოთ ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკით;
  • მაინცდამაინც ჩემი სექსუალური ფანტაზიების გაშლის ხარჯზე არ მოვინდომო რეიტინგი;
  • ძალიან არ დავემსგავსო წინამორბედებს და ცოტა მაინც შემოგთავაზოთ ახალი რამე;
  • მეტი ვწერო ჩემს ინტერესებზე ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდენილ ამბებზე;

რომ ვფიქრობდი დასაწერი ძალიან ბევრი მქონდა მაგრამ ახლა მეტი აღარაფერი მომდის თავში, ურიგო არ იქნება ეს პოსტი დავასრულო და დანარჩენი შემდეგში. თან იქნებ მეტ რამეში გავერკვიო და დიზაინს მოვუხერხო რამე……..

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized